იროდიონ ევდოშვილი (1873-1916)

მწერალი. თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1890 წ.) სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს გარიცხეს მოსწავლეთა ფარულ რევოლუციურ წრეში მონაწილეობისათვის. 1905 – 1907 წლების რევოლუციაში მონაწილეობისათვის მას აპატიმრებენ და ასახლებენ. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში იბეჭდება ირ. ევდოშვილის პირველი ლექსები დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.