თამარ ერისთავი (1932-2014)

პოეტი, მთარგმნელი.

ლექსების წერა ბავშვობაშივე დაიწყო. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე ჩააბარა ინგლისური ენის სპეციალობით. მისი ლექსებიც პირველად უნივერსიტეტის ჟურნალ ,,პირველ სხივში’’ გამოქვეყნდა. შემდეგ თარგმნას მიჰყო ხელი. ნათარგმნი აქვს დაახლოებით 25 მწერლის (მათ შორის ბაირონის, შექსპირის, ბლეიკის და ა.შ.) ნაწარმოებები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.