ორდე დგებუაძე (1905-1963)

მწერალი. სამწერლო ასპარეზზე გვიან გამოვიდა. თითქმის ორმოც წელს იყო მიტანებული როცა გამოაქვეყნა პირველი წიგნი. მას ზედიზედ მოჰყვა მოთხრობები და რომანები. ორდე დგებუაძემ თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ქართული დეტექტიური ჟანრის განვითარებაში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.