ნოე ჩხიკვაძე (1883-1920)

პოეტი. აქვეყნებდა წერილებს ხელოვნებაზე. ამავე დროს დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობაც. ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში, დაუახლოვდა რევოლუციურ-დემოკრატიულ მწერლობას. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში: „ფონი“, „ერთობა“, „თეატრი და ცხოვრება“, „საქართველო“ და სხვა. დაკრძალეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.