ოთარ ჩხეიძე (1920-2007)

მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1948 წლიდან ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის, 1949 წლიდან — ნ. ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტებში. 1949—1971 წლებში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის, 1971—1980 წლებში — უცხოური ენებისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. 1950—1951 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანია და „მნათობის“, „ცისკრის“ და „ლიტერატურული საქართველოს“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.