ნოდარ ჩხეიძე (1928-1968)

ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში კრიტიკისა და ესთეტიკის ისტორიის სპეციალობით. 1955 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს. 1950 წლიდან აქვეყნებდა თეორიული ხასიათის წერილებს ჟურნალ-გაზეთებში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.