გრიგოლ ჩიქოვანი (1910-1981)

მწერალი. მწერალთა კავშირის მივლინებით 1939 წლამდე სწავლობდა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სასცენარო ფაკულტეტზე. თავისი პირველი ნაწარმოებები 30-იან წლებში გამოაქვეყნა. წლების მანძილზე იყო გამომცემლობა საბჭოთა მწერლის მთავარი რედაქტორი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.