ნიკოლოზ ჩაჩავა (1901-1974)

პოეტი, ჟურნალისტი. დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. ლექსების წერა ქუთაისში დაიწყო, აქვე აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდობის ლიტერატურულ-შემოქმედებით წრეებში. 1922 წელს შევიდა თბილისში დაარსებულ ფუტურის-ლეფელთა ლიტერატურულ გაერთიანებაში და ამ დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ნიკოლოზ ჩაჩავა რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია: დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.