ლევან ასათიანი (1900 — 1955 )

ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. მუშაობდა ჟურნალ „მნათობის“ პასუხისმგებელ მდივნად, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.