ალიო ადამია (1914 — 1980)

მწერალი.  

1934 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. სკკპ წევრი 1940 წლიდან. მუშაობდა გაზეთების „ახალგაზრდა კომუნისტის“ (1930-1936), „კომუნისტის“ (1942-1954) რედაქციებში, იყო გამომცემლობა „ხელოვნების“ დირექტორი (1954-1963), „მერანში“ განყოფილების გამგე (1963-1968), „საბჭოთა საქართველოში“ - მთავარი რედაქტორი (1968-1980).

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.