ფრიდონ ხალვაში (1925 — 2010)

პოეტი, პროზაიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1979). 2010 წლის 17 მაისს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ხალვაშის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც ერთ-ერთი ლექსის წაკითხვისას სახელოვანი პოეტი, მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა. ამის მერე ის მძიმედ ავადმყოფობდა და გარდაიცვალა ამავე წლის 8 ივლისს, მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში. დაკრძალულია ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში.