სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კირიონ მეორე  ( გიორგი საძაგლიშვილი;1855-1918)

ისტორიკოსი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სრულიად საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917-1918 წლებში. შერაცხულია წმინდანად საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ 2002 წელს. „სრულიად საქართველოს კათოლოკოზ-პატრიარქი უწმონდესი და უნეტარესი   26 ივნისს სოფელ მარტყოფს გაემგზავრა საპატრიარქო რეზიდენციაში ... 27 ივნისს დილით იგი მიცვალებული იპოვეს მის საწოლ ოთახში...“  დაკრძალეს 7 ივლისს, ნაშუადღევის 4 საათზე სიონის ტაძარში. მარტყოფში მოკლული კირიონი ჯერ ანჩისხატში დაასვენეს ხოლო შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარში მიაბარეს მიწას.