ანტონ კათოლიკოსი გარდაიცვალა 1827 წლის 21 დეკემბერს. ნიჟნი-ნოვგოროდის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ქართველი მწყემსმთავარი. კათოლიკოსი დაკრძალეს ჯერ მიძინების ტაძარში. ამ უკანასკნელის დანგრევის შემდეგ გიორგი გრუზინსკიმ 1841 წელს იგი ფერისცვალების საკათედრო ტაძარში გადაასვენა.