ნოდარ ჯანგირაშვილი (1949-1989)

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლი. მუშაობდა სპორტკლუბ „სინათლის“ მეთოდისტად. დაკრძალულია თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე. 2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა. საფლავი გადაიღო ბატონმა მიშა ჩხიკვაძემ.