ვენერა მეტრეველი-გვარამაძე (1943-1989)

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლი. მუშაობდა თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში ექთნად. 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე მივიდა გაზით მოწამლული ხალხის დასახმარებლად. შენობაში სადაც დაზარალებულ ადამიანებს ეხმარებოდა, გაზით მოიწამლა და რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა. დაკრძალულია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით ( 08042017/2) დაჯილდოვდა „საქართველოს გმირის“ წოდებით და მიენიჭა „საქართველოს გმირის ორდენი“ საფლავის ფოტო მოგვაწოდა ხაშურის რაიონის სოფელ ალის სკოლის დირექტორმა ბატონმა კახა ღონღაძემ.