9 მარტს დაღუპული. მეთერთმეტე კლასის მოსწავლე. 9 მარტს მშობლებისაგან დაუკითხავად წავიდა გორში, საღამოს დაბრუნდა მიტინგზე. მთავრობის სახლთან მძიმედ დაიჭრა, საავადმყოფოში მალე გარდაიცვალა. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე. მონაცემები აღებულია წიგნიდან "1956 ტრაგიკული 9 მარტი", ავტორი შოთა ნოზაძე