გიორგი კვინიტაძე  (1874 ― 1970)

სამხედრო მოღვაწე, გენერალი. 1918-1921 წლებში იგი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, კვინიტაძემ საქართველო დატოვა. მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. გენერალი ღრმად მოხუცებული, 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა.

2021 წლის 26 მაისს დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში.

გიორგი კვინიტაძის ნეშტის დაკრძალვა მთაწმინდის პანთეონში

გიორგი კვინიტაძის ნეშტის დაკრძალვა მთაწმინდის პანთეონში