ედვარდ რთველაძე (1942-2022)

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

უზბეკეთის ოლი მაჯლისის (პარლამენტის) სენატის წევრი. იკვლევდა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ისტორიის, არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, კულტურისა და ხელოვნების საკითხებს.

დაკრძალულია ტაშკენტში, ურტასარაისკის ქრისტიანულ სასაფლაოზე. ტაშკენტიდან 50 კმ.-ში. (გუგლში მონიშნული როგორც ტაშკენტის საქალაქო N3 სასაფლაო). საფლავი მდებარეობს K-1 ზონაში. ზონებს შორის არის საავტომობილო გზა, როდესაც მიადგებით К-1 ზონას ჩაუხვევთ მარჯვნივ და მეორე ასასვლელი კიბიდან ოდნავ მარცნივ და მეორე რიგში. ზუსტი გეოგრაფიული GPS კოორდინატები: (41.1216096, 69.4436098)

საფლავის კოორდინატები დაადგინა, ფოტო გადაიღო და მოგვაწოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში, ბატონმა ზურაბ აბდუშელიშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.