ვალერიან გაბაშვილი-ნიკოლოზ გაბაონი (1911-1985)

ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოში აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

იკვლევდა აღმოსავლური ფეოდალიზმის გენეზისს, ქართული და აღმოსავლეთის ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების ისტორიის პრობლემებს; აგრეთვე, ქართული სამართლის, დიპლომატიკის, წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს. ავტორია რომანისა „აივნიანი ქალაქი“.

დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.