ნიკო ჭავჭავაძე (1923-1997)

ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ოცდაათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტს. მისი ხელშეწყობითა და თაოსნობით განვითარდა საქართველოში ფილოსოფიური ანთროპოლოგია, კულტურის ფილოსოფია, აქსიოლოგია. იყო საქართველოს ფილოსოფიური საზოგადოების თავმჯდომარე, ჟურნალ „მაცნეს“ ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერიის რედაქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრის გამგე, საქართველოს პარლამენტის წევრი 1992–1995 წლებში. ხელმძღვანელობდა აფხაზეთის საკითხთა კომისიას. დაკრძალულია ყვარელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში.

საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნინი ჭავჭავაძემ.