ლეონიდე კალანდაძე (1898-1968)

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, სოფლის მეურნეობის მუშაკი. 1932-1968წწ. იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოოლოგიისა და ენტომოლოგიის კათედრის გამგე; 1945-1950წწ. დირექტორის მოადგილე სასწავლო ნაწილში. საქართველოში სამედიცინო ენტომოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი; ხელმძღვანელობდა საქართველოში კოღოების სახეობრივი შედგენილობისა და გავრცელების შემსწავლელ ექსპედიციებს; გამოიკვლია ჭაობებისა და მცირე ზომის წყალსატევების ფაუნა; დაამუშავა ქართული ენტომოლოგიური ტერმინოლოგია. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.