სერგო ჯორბენაძე (1926-1998)

იურისტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი 1946 წელს. 1966-1986წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1952-1998წწ. სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგე. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.