ბორის კუფტინი (1892-1953)

 რუსი არქეოლოგი და ეთნოგრაფი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). 1919 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის პედაგოგი. 1933-1953 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.