ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი. 1958 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1956 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.