პეტრე ქომეთიანი (1901-1984)

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი. 1932-1946წწ. პედაგოგიურ და კვლევით მუშაობას ეწეოდა საქართველოს ზოოტექნიკურ-ვეტერინარულ ინსტიტუტში; პარალელურად მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ბიოქიმიის კურსის წასაკითხად და უნივერსიტეტთან არსებული ექსპერიმენტული ბიოლოგიის ინსტიტუტში ბიოქიმიური ლაბორატორიის შესაქმნელად; დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.