ვასილ გულისაშვილი (1903-1979)

მეტყევე–ეკოლოგი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი. 1932-1944 წწ. მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე; 1945–1979 წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სატყეო ინსტიტუტს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.