ალექსანდრე ფრანგიშვილი (1907-1989)

ფსიქოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1937-1941წწ. მუშაობდა განათლების კომისარიატთან არსებულ თბილისის პედაგოგიური მეცნიერების საკვლევო ინსტიტუტში, ხოლო 1943 წლიდან ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. 1950 წელს აირჩიეს ინსტიტუტის დირექტორად, რომელსაც 35 წელი ხელმძღვანელობდა.  მისი დახმარებით განწყობის თეორია იქცა საბჭოთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ძირითად მიმდინარეობად, დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.