თინათინ ყაუხჩიშვილი (1919-2011)

მეცნიერი და ფილოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. 1945-1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1999 წლიდან 2006 წლამდე საქართველოს ეროვნული აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.