გიორგი ძოწენიძე ( 1910-1976)

გეოლოგი. სახელმწიფო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948). 1958-1959 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ასრულებდა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.