დავით ხახუტაიშვილი (1924-1999)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1951 წელს. 1954-1995წწ. იყო ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977 წელს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე, განყოფილების გამგე; 1978-1999წწ. ბათუმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.