სოლომონ ჩოლოყაშვილი (1883-1944)

მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1920 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და პოლიტექნიკური ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტებზე მევენახეობის საგანში კითხულობდა ლექციებს; 1923 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ სოლომონ ჩოლოყაშვილი დოცენტად აირჩია, 1926 წელს კი პროფესორის წოდება მიანიჭა. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.