შალვა ნუცუბიძე (1888-1969)

ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, იყო მისი პრორექტორი, უნივერსიტეტის ფუნდამენტალური ბიბლიოთეკის დირექტორი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.