ალექსანდრე ნადირაძე (1914-1987)

საავიაციო და სარაკეტო სისტემების კონსტრუქტორის, გენერალ-პოლკოვნიკი. სპეციალისტი გამოყენებითი მექანიკისა და მანქანათმშენებლობის დარგში. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1981). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი. 1987 წლის 3 სექტემბერს, უეცრად, გულის შეტევით გარდაიცვალა მოსკოვში. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, სადაც დგას მისი ძეგლი.