ვლადიმერ მშვენიერაძე (1926-1990)

ფილოსოფოსი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი. დაიბადა თბილისში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1972-1978 წლებში მუშაობდა პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში. დაკრძალულია მოსკოვში.