ისტორიკოსი, ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1911 წელს დაამთავრა თბილისის მეორე გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე ქართულ-სომხური ფილოლოგიის სპეციალობით. 1917 წელს გ. ჩიტაია საქართველოში დაბრუნდა და შეუდგა მეცნიერულ მოღვაწეობას. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.