ტარასი კვარაცხელია (1889-1951)

აგრონომი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1946). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946). ლენინის სახელობის სასოფლო-სამეურნეო საკავშირო აკადემიის წევრი. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.