სერგი ჯიქია  (1898—1993)

ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოში თურქოლოგიის ფუძემდებელი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ენათმეცნიერების სპეციალობით. 1936 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა კათედრის გამგე, 1945–1953 წლებში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი დეკანი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.