ალექსანდრე ჯანელიძე ( 1888-1975)

გეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1923), პროფესორი (1925), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946). საქართველოს სსრ I—V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1939-1963). 1924 წლიდან მუშაობდა თსუ-ში, 1942–1945 წლებში იყო უნივერსიტეტის რექტორი. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.