იულონ ლომოური (1885-1966)

აგრონომ-მემცენარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. სწავლა განაგრძო მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სმოლენსკის გუბერნიაში აგრონომად. 1914 წელს  მოღვაწეობას იწყებს გორის, შემდეგ ბორჩალოს მაზრაში. სოფლად აწყობს საცდელ ნაკვეთებს, მოსახლეობას აძლევს მეცნიერულ რჩევა-დარიგებებს. 1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს, აგზავნის გერმანიაში, სადაც იგი ხელმძღვანელობს მანქანა-იარაღების შეძენა გამოგზავნის საქმეს. ამავე დროს ეცნობა ადგილობრივი სასწავლებლებისა და საკვლევი ცენტრების მუშაობას. 1920 წელს მოიწვიეს აგრონომიულ განყოფილებასთან დაარსებულ სასოფლო-სამეურნეო მექანიკის კათედრის პირველ ასისტენტად. 1923-1929 წლებში ი. ლომოური თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორია. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.