სერგი დურმიშიძე (1910-1989)

ბიოქიმიკოსი, მცენარეთა ბიოქიმიისა და ტექნიკური ბიოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1952), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.