გურამ გურგენიძე (1929-2003)

ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კოპესპონდენტი. 1963-1974წწ. იყო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორი და ალერგოლოგიის კურსის ხელმძღვანელი; 1974 წლიდან იყო მისივე თაოსნობით სსრკ–ში პირველად ჩამოყალიბებული ალერგოლოგიის კათედრის, ხოლო 1978 წლიდან ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყოფილების გამგე და რესპუბლიკური ალერგოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.