ივანე გიგინეიშვილი (1909-1982)

ენათმეცნიერი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1976). 1946–1953 იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის წევრი და მდივანი, ხოლო შემდგომ თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრი და მდივანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (1950–1966), ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ჩვენში ლინგვოსტილისტიკას.  დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.