ნიკო ბერძენიშვილი (1894-1965)

ისტორიკოსი, პროფესორი (1939), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1943), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. მისი თაოსნობით მოხდა მეცნიერული კვლევის გეგმაზომიერი დიფერენციაცია, მომზადდა ისტორიკოსთა კადრები. მისი თანაავტორობით დაიწერა საქართველოს ისტორიის პირველი სასკოლო სახელმძღვანელო (1943). 1958 წელს მისივე რედაქტორობითა და თანაავტორობით გამოიცა ნაშრომი "საქართველოს ისტორია". დაკრძალულია თბილისში, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.