ივანე ბერიტაშვილი (1884-1974)

ფიზიოლოგი, ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1941 წ.) და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის (1944 წ.) აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1935 წ.), სოციალისტური შრომის გმირი (1964 წ.). იყო ივანე პავლოვის სახელობის ფიზიოლოგთა სრულიად საკავშირო საზოგადოების (1970 წ.), ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის (1959 წ.), ტვინის გამოკვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (1960 წ.), ამერიკის ელექტროენცეფალოგრაფიული საზოგადოების (1979 წ.), უმაღლესი ნერვული მოქმედების საერთაშორისო კოლეგიის (1969 წ.), ამერიკის ბიოლოგია-ფსიქიატრიის საზოგადოების (1969 წ.) საპატიო წევრი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.