ქრისტეფორე არეშიძე (1906-1982)

ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1969; წევრ-კორესპონდენტი 1961). ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962), პ. მელიქიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1974). დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.