შალვა ამირანაშვილი (1899 — 1975)

მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1943), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1959), პროფესორი (1936), სსრკ მუზეუმების ეროვნული კომიტეტისა და მეუზეუმების საერთაშორისო საბჭოს წევრი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.