ალექსანდრე ალადაშვილი (1876 ― 1950)

ქართველი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. ქართული თერაპიული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.