ილია აბულაძე (1901 — 1968)

ქართველი ფილოლოგი, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებელი და პირველი დირექტორი (1958-1968 წწ). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947),  დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.